სიახლები

12-05-2020 ნავთობი,ბუნებრივი აირი და ქვანახშირი

კლუბი ,,AQVA"აგრძელებს დისტანციურ მუშობას.შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მხოლოდ თეორიული აქტივობებით შემოვიფარგლებით.ამჯერად კლუბის წევრებმა "power point" -ში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: ნავთობი,ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. წარმოიდგინეთ დედამიწა ძალიან დიდი ხნის წინ. თბილი და ნოტიო ჰავა, უზარმაზარი, ხის მსგავსი გვიმრებით დაბურული ტყეები...მეცნიერების ვარაუდით, გამხმარი გვიმრების ნაშთები ნიადაგში გროვდებოდა, დროთა განმავლობაში სილითა და თიხით იფარებოდა და თანდათან ქვანახშირად გარდაიქმნებოდა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებიც დიდი ხნის წინ წარმოიშვა. დაახლოებით 100-200 მილიონი წლის წინ, მიკროსკოპული აგებულების ზღვის მცენარეებისა და ცხოველებისაგან.

ნანახია 1863-ჯერ